“მირანდას უფლებები”

Miranda-v.-Arizona

 

1. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება
2.ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება და იქნება კიდეც გამოყებენული სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ
3. თქვენ გაქვთ უფლება გაესაუბროთ თქვენს ადვოკატებს
4.თუ თქვენ არ შეგიძ“იათ ადვოკატის აყვანა სახელმჭიფო მოგიჩენთ ადვოკატს
5…….
თუ თქვენ დაგაკავეს და არ გაგაცნეს თქვენი უფლებები და თუ რისთვის ხართ ბრალდებული ასეთ შემთხვევაში დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

 

უფლებები რომლებსაც დაკავებულს აცნობენ ცნობილია როგორც მირანდა უფლებები. მოკლედ თუ რატომ ჰქვია ასე:

   1963 წლის, 3 მარტს 18 წლის გოგონა მოტაცებულ და გაუპატიურებულ იქნა ქალაქ ფენიქსში, არიზონას შტატში. თავმდასხმელმა წაიყვანა ის უდამნოში, გააუპატიურა და შემდეგ დააგდო მისი სახლის სიახლოვეს. ეს ამბავი, გოგონამ პოლიციელებს ბუნდოვნად და გაურკვევლად მოუთხრო. ერთი კვირის შემდეგ,  მან შემთხვევით დაინახა თავმდასხმელის მანქანა და ჩაიწერა მანქანის ნომერი. შტატის პოლიციამ  მიაკვლია მანქანის პატრონს, რომლის შეყვარებულიც აღმოჩნდა ერნესტო არტურ მირანდა, ადამიანი, რომლის გარეგნობაც დაემთხვა გოგონას აღწერილობას. მსხვერპლი არ იყო დარწმუნებული, თუმცა ყველაზე მეტად ის მიამსგავსა სხვა ეჭვმიტანილებს შორის.  

პოლიციამ გაიყვანა ერნესტო მირანდა დასაკითხ ოთახში, მას მოატყუეს რომ გოგონამ ის ზუსტად ამოიცნო. ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, მირანდამ დანაშაული აღიარა. სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა მხოლოდ ოთხი მოწმე: ორი დეტექტივი, მსხვერპლი და მისი და. დაცვას მოწმეები არ ყავდა და კონცენტირებას  ახდენდა ჯვარედინ დაკითხვაზე. მაგალითად, მსხვერპლი ამტკიცებდა რომ ქალიშვილი იყო თავდასხმამდე, რაც უარყოფილ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად. მას ასევე არ აღმოაჩნდა ჩალურჯებები და სხვა სხეულის დაზიანებები, რაც მიუთითებდა თავდასხმაზე. შემდეგ კი, დაცვის მხარემ ერთ–ერთ დეტექტივს აღიარებინა, რომ მირანდას არ მიეცა დაკითხვამდე შესაძლებლობა მიეღო რჩევა თავისი ადვოკატისგან. მიუხედავად ამისა, მირანდა იქნა დამნაშავედ ცნობილი და მიესაჯა 40–60 წელი, მაგრამ მან აპელაცია შეიტანა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ დააწესა, რომ ეჭვიმატილები ინფორმირებულ უნდა იქნან თავიანთი უფლების შესახებ,  რათა არ იყვნენ მოწმეები თავისი თავის წინააღმდეგ, ჰქონდეთ დუმილის უფლება  და ადვოკატთან კონსულტაციისა  დაკითხვამდე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებად არ შეიძლება იქნეს მიღებული ჩვენება თუ დაკითხვას არ ესრწებოდა ადვოკატი, თუ რათქმაუნდა ბრალდებულმა თავად არ თქვა უარი ადვოკატის მომსახურებაზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მირანდას პირველი გასამართლება გაბათილებულ იქნა, შემდეგ სასამართლოზე, წარმოდგენილ იქნა დამამტკიცებელი დოკუმენტები, მისი აღიარების გარეშე, გამოჩნდა ახალი მოწმე, მირანდას შეყვარებულის სახით, რომელთანაც მან აღიარა დანაშაული. მირანდას მიესაჯა 11 წელი.

უფლება იმისა, რომ დაკავებულს უნდა განემარტოს მისი უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

წყარო:wikipedia, litartblog.blogspot.com

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Qetty

About Style & Fashion ..

ჩვენ ერთნი ვართ !

ყოველ ადამინში მზეა, ოღონდ მიეცი საშუალება რომ ანათოს…

მორბენალი : Runner

ბუნებაში ქროლვა ცალკე სამყაროა.. მორბენლის სამყარო!

ExLbris

Georgian Souvenirs

CANDY PING PONG

MAKES THE WORLD TASTE GOOD

ლიტაგორა

ინტერნეტ ჟურნალი პოპულარულ კულტურაზე და არამხოლოდ

Ceramics + Co

Handmade Ceramics

HSC Visual Art Resources

A resource site for visual art teachers and secondary students completing their HSC in the Visual Arts

the 3 R's blog

30 Projects x 30 Weeks x 3 Principles

Memento

მემენტო - კრეატიული დიზაინის კედლის საათები შენთვის. შესანიშნავი საჩუქარი

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Studiodax's Blog

Welcome to my corner...

%d bloggers like this: